აეროპორტების გაერთიანება მესტიის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს

  • აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიის, ბათუმის და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით რვა რეისს ნიშნავს.

დამატებითი რეისები შიდა ფრენების მიმართულებით 13-22 აპრილის პერიოდში შემდეგი განრიგით შესრულდება:

13 აპრილი: ნატახტარი – ამბროლაური გაფრენა – 14:30 საათზე, ამბროლაური – ნატახტარი გაფრენა – 14:30 საათზე.

17 აპრილი: ნატახტარი – ამბროლაური გაფრენა – 15:00 საათზე, ამბროლაური – ნატახტარი გაფრენა – 16:30 საათზე.

14 აპრილი: ნატახტარი – მესტია გაფრენა – 10:30 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა – 12:10 საათზე.

15 აპრილი: ნატახტარი – მესტია გაფრენა – 9:30 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა – 11:30 საათზე;

18 აპრილი: ნატახტარი – მესტია გაფრენა – 13:00 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა – 15:00 საათზე;

22 აპრილი: ნატახტარი – მესტია გაფრენა – 13:30 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა – 15:00 საათზე;

15 აპრილი: ნატახტარი – ბათუმი გაფრენა – 13:30 საათზე, ბათუმი – ნატახტარი გაფრენა – 15:20 საათზე;

22 აპრილი: ნატახტარი – ბათუმი გაფრენა – 9:45 საათზე, ბათუმი – ნატახტარი გაფრენა 11:45 საათზე.

შეგახსენებთ, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით ფრენა 90 ლარი ღირს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით – 50 ლარი;  სამ წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო სამიდან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე – ticket.vanillasky.ge.