- 8 დეკემბერს, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გამართავს სისხლის უანგარო დონაციის აქციას.
“მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში სიმწვავეს არ კარგავს უსაფრთხო სისხლის მარაგების პრობლემა. სისხლის კომპონენტების საჭიროება მუდმივად იზრდება. მათი მიწოდება ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დასჭირდეს, მათ შორის: ონკოპაციენტებს, მელოგინე დედებს, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, ავტოავარიაში დაშავებულ პირებს, პაციენტებს ტრავმებით, დამწვრობებითა და მოტეხილობებით. მსურველები დაგვიკავშირდით ნომერზე 599 85 55 52”.-აღნიშნულია მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.