დაბა მესტიაში დასრულდა 4 ლოკაციაზე გზის სამშენებლო სამუშაოები

  • მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაბა მესტიაში დასრულდა 4 ლოკაციაზე გზის სამშენებლო სამუშაოები.

უწყების ცნობით, გზის შეკეთების სამუშაოების ხელშეკრულების ღირებულებაა 1 760 640 (მილიონ შვიდას სამოციათას ექვსასორმოცი) ლარი.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა შემდეგ ქუჩებს: სენაკის ქუჩა, სეტის I ჩიხი, იოსელიანის აღმართი და საპატრიარქოს აღმართი. პროექტის ფარგლებში მოხდა არსებული დაზიანებული ბეტონის საფარის დემონტაჟი, მოეწყო რკინაბეტონის კონსტრუქციის ჩარჩო, სადაც დაიგო გრანიტის ქვაფენილი. სეტის ჩიხში და სენაკის ქუჩაზე ძველი ღობეები შეიცვალა ახლით და ძველი ჭიშკრების ნაცვლად მოეწყო ახალი ლითონის ჭიშკრები.

სამშენებლო სამუშაოები ელექტრონულ ტენდერში (NAT240001680) გამარჯვებულმა კომპანამ შპს „ბიელი“-მ შეასრულა.