- ა(ა)იპ მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობა, 25-26 სექტემბერს, გეგმავს დაბა მესტიაში თამარ მეფის ქ. #19-ში („ლიბერთი“ ბანკთან) მდებარე სკვერის გამწვანების პროექტს.
დაირგვება შემდეგი ჯიშის ხე-მცენარეები: წითელი დეკორატიული ტყემალი, სოფორა ცაცხვი, ძახველი და ჩიტავაშლა.
ვისაც გსურთ დარგვის პროცესში მონაწილეობა, გთხოვთ დარეკოთ ნომერზე: +995 592 43 19 74 (ეკატერინე) ან მობრძანდეთ 3 საათიდან აღნიშნულ ლოკაციაზე. უზრუნველყოფილი იქნება სამუშაო ხელთათმანები.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.