- მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაბა მესტიაში სანოტარო მომსახურება განახლდა.
სანოტარო ბიუროში მოსახლეობას მომსახურებას ნოტარიუსი, ლონდა დოლიძე გაუწევს.
სანოტარო ბიურო განთავსდა, ახალ მისამართზე, დაბის ადმინისტრაციულ შენობაში, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2 წლის ვადით, უსასყიდლოდ, უზუფრუქტის უფლებით გადასცა ნოტარიუსთა პალატას.
სანოტარო სერვისების მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბიუროს ოფისს შემდეგ მისამართზე: დაბა მესტია, სეტის მოედანი N19.