- მესტიის მუნიციპალიტეტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ნორვეგიის სამეფოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, მარკო სოლდიჩი.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საელჩოს წარმომადგენელი შეხვდა მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს, მერის პირველი მოადგილს, ნელი ნავერიანს, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის და საფინანსო სამსახურის უფროსებს.
შეხვედრაზე განიხილეს მესტიის მუნიციპალიტეტში მიმდინარე აქტუალური საკითხები, განვითარების ხედვები და სამომავლო გეგმები.
ბატონმა, მარკო სოლდიჩმა მუნიციპალიტეტს დაუდასტურა მომავალში საქმიანი ურთიერთობის და მხარდაჭერისთვის მზაობა.