- მესტიის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში, კულტურის სამინისტროს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, საქართველოს საგუნდო საზოგადოებისა და სახელოვნებო სკოლების გაერთიანების ორგანიზებით, ჩატარდა “ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VII ეროვნული კონკურსის“ პირველი შესარჩევი რეგიონული ტური.
შესარჩევ ტურში მონაწილეობა მიიღეს წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის მესტიის მართლმადიდებლური სკოლა გიმნაზიის (პედაგოგები – Nana Pilpani, მაგდალინა გოგოლაძე) და მესტიის N3 საჯარო სკოლის გუნდებმა (პედაგოგი – თამარ დეკანოსიძე).
შესარჩევ ტურში გუნდებმა ფოლკლორული სიმღერები და საეკლესიო საგალობლები წარმოადგინეს.
გუნდების შესრულება მოისმინა და შეაფასა კომპეტენტურმა ჟიურიმ: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორმა, მიხეილ ედიშერაშვილმა და თბილისის ახალგაზრდული კაპელას მთავარმა დირიჟორმა, შიო აბრახამიამ.
ჟიურის გადაწყვეტილებით ორივე სკოლის გუნდი გადავიდა ფინალურ ტურში, რომელიც გაიმართება 12 – 13 მაისს, თბილისში, კონსერვატორიის მცირე დარბაზში.
კონკურსის ფარგლებში, შესარჩევ ტურში მონაწილეობა მიიღო ასევე ჭუბერის საჯარო სკოლის ორმა გუნდმა (პედაგოგი – ლალი ჩხეტიანი), ორივე გუნდი გადავიდა ფინალურ ეტაპზე.
ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.