- საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მესტიაში გამართული წინასაახალწლო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საღამოს დასკვნით ეტაპზე კონცერტში მესტიელების წინაშე ჯგუფი ბანი და რეზო და ბავშვები წარდგნენ. მთელი დღის განმავლობაში მესტიის ცენტრში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართა, რომელიც ყველა თაობის ადამიანზე იყო გათვლილი.
მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. საქართველოს რეგიონებში სახალწლო ღონისძიებებმა დღეს მესტიიდან აიღო სტარტი და ის საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება.