მესტიაში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

  • მესტიის მუნიციპალიტეტში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით, სსიპ მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლის დირექციის ორგანიზებით და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

ღონისძიებას მესტიის კულტურის და ხელოვნების ცენტრმა უმასპინძლა.