- მესტიის მუნიციპალიტეტში ოთხ თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულია სტაჟირება შემდეგ პოზიციებზე:
ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის პროექტების მართვის განყოფილების სტაჟიორი. ადგილების რაოდენობა: 2.
ფუნქციები: პროექტების შემუშავებაში დახმარება; პროექტების განხორციელების მონიტორინგი და შეფასება.
სოციალური, ჯანმრთელობის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების სტაჟიორი. ადგილების რაოდენობა: ორი.
ფუნქციები: მოქალაქეთა განცხადებების შესწავლა; არსებული მუნიციპალური პროგრამების განხორციელებაში დახმარების გაწევა.
ზედამხედველობისა და მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის მუნიციპალური ინსპექციის განყოფილების სტაჟიორი. ადგილების რაოდენობა: სამი.
ფუნქციები: მოსახლეობის კორესპოდენციების შესწავლა; კონტროლი გარე ვაჭრობაზე; მოსაკრებლების კონტროლი; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-რეაგირება.
სტაჟირების მსურველმა პირმა უნდა წარადგინოთ:
პირადობის მოწმობის ასლი;
ინფორმაცია სწავლების საფეხურის შესახებ და აკადემიური მოსწრების შესახებ;
სამოტივაციო წერილი.