მესტიაში შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდება

  • 28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეასურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ტრადიციულად, შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი & კატა) უფასო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან გაიმართება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11:00-16:00 საათებში, სამეგრელო-ზემო სვანეთში შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდება.

წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია გადავლახოთ ბარიერები ცოფთან ბრძოლაში.

სამეგრელო-ზემო სვანეთში ვაქცინაციისთვის შემდეგი მისამართები განისაზღვრა:

ზუგდიდი – კ. გამსახურდიას 1 შესახვევი N 4.

მარტვილი – გახოკიძის ქ.N5.

აბაშა – ჩიქოვანის ქ.N13.

სენაკი – რუსთაველის N235.

ხობი – ც. დადიანის N185

ჩხოროწყუ – აღმაშენებლის N11

წალენჯიხა – გამსახურდიას N9

ფოთი – კოსტავას ქ.N193

მესტია – ბ. კახიანის ქუჩა აეროპორტის მიმდებარედ.