ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სასკოლო აქტივობების კონკურსის „Tech-განმანათლებელი“ ფინალისტები გამოვლინდნენ.
კონკურსში საქართველოს საჯარო სკოლების რამდენიმე ათეულმა მასწავლებელმა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. მათ წარმოადგინეს ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული განხორციელებული პროექტები და აქტივობები, რომელთა ფარგლებშიც მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესის მიღმა ჩაერთვნენ ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ღონისძიებებში.
ჟიურიმ პრიორიტეტი მიანიჭა იმ პროექტებს, რომლებშიც ნათლად ჩანდა უშუალოდ მოსწავლეების მიერ განხორციელებული ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სამუშაოები და პროექტები. კონკურსის ჟიურიმ ფინალისტები შეარჩია. ფინალისტებს შორის აღმოჩნდა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ.ფარის საჯარო სკოლის პედაგოგი ეკა წულუკიძე.
კონკურსის მეორე ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება. კონკურსის ჟიურის წარმომადგენლები ასევე დაესწრებიან მათ მიერ სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ დისტანციურ ფორმატში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრას, აქტივობას.
კონკურსის მეორე ეტაპზე მოეწყობა ონლაინშეხვედრები ფინალში გასულ კანდიდატებსა და მათ მოსწავლეებთან. ჟიურის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეებისთვის ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ დისტანციურ ფორმატში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაში, აქტივობაში. კონკურსთან დაკავშირებულ მომდევნო ინსტრუქციებს შერჩეული კანდიდატები ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მადლობას უხდის კონკურსის თითოეულ მონაწილეს და წარმატებას უსურვებს ფინალისტებს.