- 30 აპრილს ბიბლიოთეკარის პროფესიული დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი სოციალური და კულტურის საკითხებში, ლევან კიკვიძე, დამსახურებულ ბიბლიოთეკარს, ნორა კახიანს ესტუმრა და საჩუქრები და მადლობის სიგელი გადასცა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნორა კახიანი 81 წლის არის და 55 წელი დაუღალავად ემსახურებოდა საბიბლიოთეკო ცხოვრებას.
“იგი დღესაც აქტიურად ემსახურება ამ საქმეს და უძღვება მულახის სათემო ბიბლიოთეკას. დასაფასებელია ამ ადამიანების შრომა და ღვაწლი წიგნიერი და განათლებულ თაობების ჩამოყალიბებაში.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.