მესტიის №1 საბავშვო ბაღში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

  • მესტიის №1 საბავშვო ბაღში ტრადიციული საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საზეიმოდ მორთულ დარბაზში პატარებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.

ზეიმის დასასრულს პატარებს ლამაზი სურვილებით ახალი წელი მიულოცა თოვლის ბაბუამ და თითოეული მათგანი ტკბილეულით დაასაჩუქრა. ბავშვებმა ძალიან ისიამოვნეს, მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

პატარა აღსაზრდელების მიერ შესრულებულმა საახალწლო სახალისო ნომრებმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრაცია და მშობლები.