“მთაში ნაბადი გენია“

  • ა(ა)იპ „მესტიის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის“ ორგანიზებით ვაჟა-ფშაველას ცხოვრების და შემოქმედების შესახებ საგანმანათლებლო საღამო „მთაში ნაბადი გენია“ გაიმართა, რომელსაც სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმმა უმასპინძლა.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ლენჯერის #1 და #2 საჯარო სკოლის და მესტიის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. ნიჭიერი მოზარდი თაობის მიერ წარმოდგენილი იყო ვაჟა-ფშაველას ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდების და შემოქმედების შესახებ საინტერესო პერფორმანსი. ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, პოეტის და მწერალის შემოქმედებაზე ისაუბრეს მესტიის მთავარი ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა, ნინო კვიციანმა, თამარ შუკვანმა და ტანია ფირცხელანმა, ასევე დამსახურებულმა პედაგოგმა, სვეტლანა მჭედლიანმა.

წარმოდგენის პარალელურად მოსწავლეების მიერ სახელდახელოდ შესრულდა ვაჟა-ფშაველას პორტრეტები.