“მთის პოეზია”

  • ა(ა)იპ „მესტიის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის“ ორგანიზებით კულტურულ-შემეცნებითი საღამო, სახელწოდებით “მთის პოეზია” ჩატარდა. ღონისძიება 12 დეკემბერს, მესტიის ლეო ფილფანის სახელობის თეატრში შედგა.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შემოქმედებით საღამოზე მონაწილეობა მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სკოლა-გიმნაზიის, ეცერის, ლენჯერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და ფარის ბიბლიოთეკის ნორჩმა მკითხველებმა მიიღეს.