- სვანეთში, მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმში იურიდიული დახმარების სამსახურისა და ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე “მსაჯულთა ინსტიტუტი და სვანური ტრადიციული სამართალი“.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა.
ღონისძიების ბოლოს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა სპეციალური სიგელებით დააჯილდოვეს მონაწილეები.