- სოფელ ნაკრაში, მდინარე ნაკრაში გადავარდნილი სამი მოზარდიდან კიდევ ერთის, 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარი იპოვეს.
გარდაცვლილი უკვე გადასვენებულია საკუთარ საცხოვრებელ სახლში.
ინფორმაციისთვის: 2 მაისს, მესტიის სოფელ ნაკრაში, სამი ახალგაზრდა მდინარეში ავტომობილით გადავარდა. ნაპოვნია ორი მოზარდის ცხედარი. ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება კიდევ ერთი ახალგაზრდის საპოვნელად.