- 2023 წელს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ, მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირველკურსელი სტუდენტებისთვის დაიწყო “პირველკურსელ სტუდენტთა თანადაფინანსების” პროგრამის ფარგლებში განცხადებების მიღება.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციიტ, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია უკვე 10 წელია წარმატებით ახორციელებს აღნიშნულ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ყველა პირველკურსელი ფინანსდება 1500 ლარით. მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2013 წლიდან დაფინანსებულია 673 სტუდენტი.
“განცხადების რეგისტრაციისთვის უნდა მიმართოთ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს და წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ატესტატის ასლი;
- ცნობა იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი ბოლო სამი წელი სწავლობდა მესტიის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
- ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
- უმაღლესი სასწავლებლის ანგარიშფაქტურა/რეკვიზიტები;
- განცხადება (ივსება ადგილზე).”