რუხის კლინიკაში მესტიელი მამაკაცი გარდაიცვალა

  • კორონავირუსით რუხის კლინიკაში 87 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტი მესტიის მცხოვრები იყო.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 2 261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 1 410 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 395 621 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 369 483 გამოჯანმრთელდა, 5 636 კი გარდაიცვალა.

კომენტარის დატოვება