- სვანეთი საერთაშორისო კინოფესტივალს “დალი” წელს მესტია მეოთხედ მასპინძლობს, ფესტივალი 15-21 ივლისს გაიმართება. კინოფესტივალი მარიამ ხაჭვაანმა და თეიმურაზ ჩხვიმიანმა დააფუძნეს.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 8 მასტერკლასი კინოინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებისგან.
ფესტივალის დროს სეტის მოედანზე მოეწყობა გარე ჩვენებები, სადაც დასწრება იქნება თავისუფალი. 21:00 დაიწყება მოკლემეტრაჟიანი.
ფესტივალის სტუმრებს მესტიის მერის მრჩეველი ლევან კიკვიძე მიესალმა და კინოფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ანიმაციური ფილმები ბავშვებისთვის, ხოლო 21:00 სრულმეტრაჟიანი მხატრული ფილმები.
საკონკურსო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებები იქნება ლეო ფილფანის სახელობის კინოთეატრში. სადაც დასწრება იქნება თავისუფალი
“სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალმა თავისი არსებობის ოთხ წელიწადში შეძლო და ქვეყნის ერთ-ერთ კულტურულ მოვლენად იქცა. დაარსების დღიდან დღემდე ფესტივალის ფარგლებში მესტიას ესტუმრა ა კლასის საერთაშორისო კინოფესრივალების პროგრამერები სელექციის წევრები, რეჟისორები. პირველად ქართულ საფესტივალო ისტორიაში, ფესტივალის დამფუძვნებლებმა შეძლეს სანდენსის კინოფესტივალიდან პროგრამერების ჩამოყვანა.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.