- შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მობილური ჯგუფი, დაბა მესტიის პოლიციის შენობაში, ადგილობრივ მოსახლეობას 7 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით მოემსახურება და მიაწვდის შემდეგი სახის სერვისებს:
სატრანსპორტო საშუალების (ავტომანქანები, მოტოციკლები, ტრაქტორები, მისაბმელები, ნახევარმისაბმელები) განბაჟება და რეგისტრაცია;
იარაღის (სანადირო თოფი, კარაბინი, პისტოლეტი და ა.შ.) რეგისტრაცია;
ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა;
მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა;
მართვის მოწმობების შეცვლა და დაკარგული მოწმობის აღდგენა.