“ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ ადამიანის უფლებების დაცვა”

  • ბათუმში გაიმართა სამუშაო შეხვედრა „ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ ადამიანის უფლებების დაცვა“, რომელიც ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით და ადამიანის უფლებების საკითხებზე პრემიერის თანაშემწესა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

შეხვედრას ესწრებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, სოფიო ჩხვიმიანი და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტარციული სამსახურის ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, ლაშა ჯაფარიძე.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ორიენტირებული ადგილობრივი ბიუჯეტირება, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის სტანდარტები და ადამიანის უფლებები ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის.