ახალი წლის დღეები მესტიაში

  • „ახალი წლის დღეების” ფარგლებში, მესტიაში ღონისძიება ჯგუფ ,,რეგიონის”, მასტერის, ანსამბლ „რიჰოს“ კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

მთელი დღის განმავლობაში სეტის მოედანზე მოწყობილი იყო სხვადასხვა დეკორაციები, ტერიტორიაზე განთავსებული იყო ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები, პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები და სანტა კლაუსი ზრუნავდნენ.

ახალი წლის დღეები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით წელს უკვე მეოთხედ იმართება.