ბაკურიანში სათხილამურო შეჯიბრზე სვანეთის სათხილამურო გუნდმა 7 საპრიზო ადგილი მოიპოვა

  • 15 და 16 თებერვალს, ბაკურიანში, დიდველის მთაზე, ბაკურიანის მთის კლუბების ასოციაციის ორგანიზებით, საფუძველი ჩაეყარა ახალ სათხილამურო შეჯიბრს – ბაკურიანის ბავშვთა თასს.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრზე ორ სათხილამურო დისციპლინაში, სლალომსა და გიგანტურ სლალომში, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ U12, U14 და U16 ათლეტები შემდეგი გუნდებიდან: თბილისი, სვანეთი, ბაკურიანი და აჭარა.

ბაკურიანის ბავშვთა თასზე სვანეთის სათხილამურო გუნდმა 7 საპრიზო ადგილო მოიპოვა – 3 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო: კახუნა გოშთელიანი 2 ოქრო (SL/GS_U12), ირაკლი ხერგიანი 1 ოქრო (GS_U14), გიორგი ჯაფარიძე 1 ვერცხლი (SL_U14), ნინი ფალიანი 1 ბრინჯაო (SL_U14), იასე ვეზდენი 1 ბრინჯაო (SL_U16), გოგა გულედანი 1 ბრინჯაო (GS_U16).

კომენტარის დატოვება