გაგრძელდება ლენტეხი-ლასდილი-უშგული-მესტიის 51 კმ-იანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია

  • 2023 წელს გაგრძელდება ლენტეხი-ლასდილი-უშგული-მესტიის 51 კმ-იანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის და მის მოადგილეებთან გამართულ სამუშაო თათბირზე გახდა ცნობილი.

მესტიისა და ლენტეხის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ზაგარის უღელტეხილზე უერთდება ერთმანეთს, რაჭა-ლეჩხუმის, ქვედა სვანეთისა და ზემო სვანეთის დამაკავშირებელ უმოკლეს გზას წარმაოდგენს.