“გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე”

  • მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს სისხლის ბანკი გთხოვთ ჩაერთოთ აქციაში „გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე“ – ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა გადასარჩენად, რათა აღმოიფხვრას სისხლის ბანკში არსებული დეფიციტი.

30 ივნისს, 11:00 საათიდან მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიულ გაერთიანებაში მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სისხლის ბანკის მედპერსონლის მიერ მოხდება გამოკითხვის და არტერიული წნევის გაზომვის შემდეგ დონორების სისხლის აღება.

დონორისთვის ძირითადი მოთხოვნებია:

ასაკი 18-65 წ.

წონა 50-კგ-ზე მეტი;

არ უნდა იყოს შაქრიანი დიაბეტით და რკინადეფიციტური ანემიით დაავადებული;

არ უნდა იღებდეს ანტიბიოტიკებს და ჰორმონალურ მედიკამენტებს სისხლის ჩაბარების პერიოდში;

ასევე ყველა დონორს უფასოდ ჩაუტარდებათ შემდეგი ანალიზები:

სისხლის ჯგუფი და რეზუს ფაქტორი;

B და C ჰეპატიტი;

დიაბეტი;

აივ ინფექცია;

სიფილისი.

მ. იაშვილის კლინიკა ერთადერთია საქართველოში, სადაც მკურნალობენ ლეიკემიით დაავადებული ბავშვები.

მათ ქიმიოთერაპიის ხანგრძლივი მკურნალობის პროცესში სისტემატურად სჭირდებათ ახალი სისხლისგან დამზადებული კომპონენტები. ჩვენი საზოგადოების დაბალი ინფორმაციისა და აქტიურობის გამო, პერიოდულად იქმნება პრობლემები ამ ბავშვების სისხლის კომპონენტების უზრუნველსაყოფად.

აქციაში მონაწილეობის მსურველებმა მიმართეთ შპს. მესტიის საავადმყოფო- ამბულატორიულ გაერთიანებას

შემდეგ მისამართზე: ი.გაბლიანის 13

დამატებითი კითხვების არსებობის შემხვევაში დარეკეთ ნომერზე:

+995 591 999 959 – ლაშა გოგოლაძე, რეგიონალური სისხლის ბანკის დირექტორი!

ჩაერთეთ აქციაში, გაიღეთ სისხლი და აჩუქეთ ბავშვებს სიცოცხლე!

ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.