დაბა მესტიაში გარე განათების მოწყობის სამუშაოები დასრულდა

  • მესტიის მუნიციპალიტეტის მეიის ინფორმაციით, დაბა მესტიაში აეროპორტის მიმდებარედ გზის გარე განათების მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

უწყების ცნობით, გარე განათების 1,6 კმ-იანი პროექტის განხორციელების სახელშეკრულებო ღირებულებაა 537 000 (ხუთას ოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარი.

“მშენებლობისთვის გამოყენებული მოწყობილობა და მასალები სრულად შეესაბამება სტანდარტების მოთხოვნებს, ქსელის ტექნიკურ ძაბვას და გარემო პირობებს.

სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში (NAT240013018) გამარჯვებული კომპანია შპს „განათება“ ასრულებდა.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.