- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაბა მესტიაში სეტის ცენტრალური სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტი დაფინანსებულია პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში.
პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვალა და განახლდა საპარკე ინფრასტრუქტურა. შეიცვალა და აღდგა სავალი ნაწილი, განახლდა მოსასვენებელი სკამები და სანაგვე ურნები, დაიგო მწვანე საფარი და დამონტაჟდა გარე განათების სისტემა. ასევე განახლდა სპორტული და საბავშვო სივრცეები, დამონტაჟდა ახალი საბავშვო ატრაქციონები.
სკვერის არქიტექტურული ელემენტები გათვლილია და შეესაბამება საერთო არქიტექტურულ იერსახეს.