- მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხვალ, 19 აგვისტოს, დაბა მესტიიდან ქორულდის ტბებისკენ მიმავალი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყება.
“რთული რელიეფიდან და სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე შეფერხდება მოძრაობა. მოგიწოდებთ აღნიშნულ საავტომობილო გზაზე ავტომანქანით გადაადგილებისგან ხვალ თავი შეიკავოთ.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.