ელექტროენერგიის მოხმარება კრიტიკულად არის გაზრდილი მესტიის ქვესადგურზე

  • მესტიის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას მიმართავს:

“მოსახლეობის საყურადღებოდ! სს “ენერგო პრო-ჯორჯიას“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ელექტროენერგიის მოხმარება კრიტიკულად არის გაზრდილი მესტიის ქვესადგურზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, შექმნილი მდგომარეობა და შესაძლებლობის ფარგლებში შეამციროთ ელექტროენერგიის მოხმარება, რაც ელექტროენერგიის ყველა აბონენტისთვის მიწოდებას გახდის შესაძლებელს.”-ნათქვამია განცხადებაში.