ეცერის ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

  • ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ეცერის ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხევში ჩავარდა. შემთხვევის დროს ავტომანქანაში ორი ძმა იმყოფებოდა, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ.