- ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე კლდის მასა ჩამოიშალა, რამაც საავტომობილო გადაადგილების სრული პარალიზება გამოიწვია.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საავტომობილო მიმოსვლს აღდგენა მძიმე ტექნიკის გამოყენებით ვერ მოხერხდა. ადგილზე იმყოფებიან დამნაღმველები და შესაბამისი ტექნიკური ჯგუფები, მიმდინარეობს ჩამოსული კლდის მასივის ასაფეთებლად მომზადება, რის შემდეგაც გზის გაწმენდვა შესაძლებელი გახდება.
“აღნიშნული სამუშაო პროცესი განსაკუთრებულ სიფრთხილეს და ყურადღებას მოითხოვს. Სპეციალისტები იმედოვნებენ რომ საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა უახლოეს საათებში მოხერხდება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.