- 30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს, გიორგი ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სახალხო დღესასწაული “თბილისობა 2023” გაიმართება.
დღესასწაულის ერთ-ერთი მასპინძელი მესტიის მუნიციპალიტეტი იქნება. Სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ადგილზე დამზადებული სვანური სამზარეულოს კერძები.
დამსწრე საზოგადოების წინაშე უძველესი სვანური სიმღერებით წარსდგება მესტიის ფოლკლორული ანსამბლი “რიჰო”.