- 20-23 ივნისს, რეგიონული განვითარების ფონდის ორგანიზებით, “თეატრალური ფესტივალი -2024“ გაიმართა. ფესტივალს ლანჩხუთის კულტურის ცენტრმა უმასპინძლა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ფესტივალზე მონაწილეობა მიიღო რეგიონული განვითარების ფონდის ეცერის თეატრალურმა დასმა, რომელმაც კომედიური ჟანრის ზღაპარი „ბრემენელი მუსიკოსები“ წარმოადგინა
ფესტივალზე მონაწილეობდნენ ასევე ხონის, ახალციხის, ქედის, ახმეტის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, თერჯოლის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების თეატრალური დასები.
პირველ ადგილზე გავიდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლის დასი, სპექტაკლით „დარისპანის გასაჭირი“ . გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში. კომედიურ ჟანრში, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ჯილდო ეცერის საჯარო სკოლის დასის მსახიობმა ელენე პაკელიანმა მიიღო.
თეატრალურ ფეტივალში მონაწილეობამდე სპექტაკლის „ბრემენელი მუსიკოსების“ პრემიერა მესტიის ლეო ფილფანის სახელობის თეატრში გაიმართა, სადაც მაყურებლის აღტაცება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
რეგიონული განვითარების ფონდის ეცერის საჯარო სკოლის თეატრალური დასის სპექტაკლის – „ბრემენელი მუსიკოსების“ რეჟისორი გახლავთ, მსახიობი რამაზ ფილფანი, მხატვარი და ქორეოგრაფი – ნანა გიგანი; მუსიკალური გაფორმება – რამაზ ფილფანი.
სპექტაკლში მონაწილეობენ ეცერის საჯარო სკოლის მოსწავლეები: მარიამ გერლიანი, თუკო უმფრიანი, ზოი პაკელიანი, ელენე პაკელიანი, ლუკა მურღვლიანი, მარიამ პაკელიანი, მარიამ გერლიანი, ლიზი ცალანი, ნინი კატშანი, ლალი ჯუმბერიძე და ნინი გერლიანი.