“თეზოს თასი 2025”

  • მესტიაში, კურორტ ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე გაიმართა ვეტერანი მოთხილამურის, თეზო ჯაფარიძის სახელობის ტურნირი “თეზოს თასი 2025” სამთო–სათხილამურო სპორტში.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირი, უკვე მეათე წელია, რაც ტარდება, თეზოს მეგობრებისა და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით.

შეჯიბრი გაიმართა მოყვარულ ქალ და მამაკაც მოთხილამურეებს შორის, გიგანტურ სლალომში, სადაც მონაწილეობა მიიღეს თეზოს მეგობრებმა, ყოფილმა და მოყვარულმა მოთხილამურეებმა.

ქალთა შორის საპრიზო ადგილები მოიპოვეს:

ეკა უშხვანი

მარიამ ჭკადუა

სუსანა გავვა

ვაჟთა შორის გამარჯვება მოიპოვეს:

იკო ჩხეიძე

ალეკო ჯაფარიძე

გიორგი თედიაშვილი

საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს, თეზოს მეგობრების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები გადაეცათ.