- მესტიის მუნიციპალიტეტში იდლიანის ტერიტორიულ ერთეულში 130 მეტრი სიგრძის დაკიდული ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 402 310 (მილიონ ოთხას ორი ათას სამას ათი) ლარს შეადგენს.
ხიდის მშენებლობის განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იდლიანის მოსახლეობისთვის. იდლიანის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენის ინფორმაციით, მოსახლეობისთვის ამ ხიდის მშენებლობა ოცნებადაც კი იყო ქცეული, მრავალი წლების განმავლობაში მოსახლეობას უწევს შემოვლითი საავტომობილო გზებით სიარული, რაც პრობლემას ქმნიდა განსაკუთრებით დიდთოვლიანობის დროს, ასევე სასწრაფო დახმარების მიღებაც ხშირ შემთხვევაში დაგვიანებული აღმოჩენილა. ხიდის დარულების შემდეგ, მოსახლეობას იდლიანის ცენტრამდე 7 კილომეტრის მაგივრად ერთი კილომეტრის გავლა მოუწევთ.
ხიდის მშენებლობა ხელშეკრულების მიხედვით უნდა დასრულდეს 2023 წლის აგვისტოს თვეში.
სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში (NAT210004538) გამარჯვებული კომპანია შპს “სახარია” ასრულებს.