- ლახამულის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე 1 ღერძზე 1960 მეტრია, ხოლო მე-2 ღერძი 402 მეტრი.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 1 803 960 (ერთი მილიონ რვაას სამი ათას ცხრაას სამოცი) ლარი.
საავტომობილო გზა იწყება ცენტრალური გზიდან და მიემართება დაღმართზე.
“ამ ეტაპზე მე-2 ღერძზე სამუშაოები დასრულებულია, პირველ ღერძზე შესრულებულია ტრასის აღდგენა/გამაგრება და მიწის ვაკისის სამუშაოები. გზაზე უნდა მოეწყოს ხელოვნური ნაგებობები და დაიგოს ცემენტობეტონის საფარი.
პროექტი არის გარდამავალი და ხელშეკრულების მიხედვით უნდა დასრულდეს 2026 წლის მარტის თვის ბოლომდე.
სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში (NAT240001497) გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს „ლიდერ+“ ასრულებს.”-ნათქვამია ინფორმაციაში.