მარიამ კვიციანს საზოგადოების დახმარება სჭირდება

  • რაჭა ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანელი ქრისტინა კობახიძე სოციალურ ქსელში წერს:

“ისე, როგორც არასდროს ჩემო სვანებო და არა მარტო სვანებო, უნდა გავერთიანდეთ. გვჭირდება 20 500 ლარი მარიამის ცხოვრების გასაუმჯობესებლად მოგმართავთ თხოვნით ზემო სვანეთში მცხოვრებ, უჭკვიანეს, ულამაზეს და უკეთილშობილეს გოგოს, ჩვენი დახმარება ახლა ისე სჭირდება, როგორც არასდროს.

22 წლის მარიამ კვიციანი, ცხოვრობს ბეჩოს თემში. მას აქვს სმენის ნეიროსენსორული დაკარგვა და ესაჭიროება სასმენი აპარატი, რომლის ღირებულებაც შეადგენს 36 000 ლარს. აქედან, 10 000 ლარს აფინანსებს ჯანდაცვის სამინისტრო, 2000 ლარს, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე, 2000 ლარს ასევე პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე, ხოლო 1500 ლარით მესტიის მუნიციპალიტეტი ეხმარება.

მეგობრებო, გვრჩება 20 500 ლარი მოსაძიებელი… როგორც არაერთხელ, ამ ეტაპზეც უნდა გავერთიანდეთ მარიამისთვის და რაც შეიძლება მალე შევძლოთ საჭირო თანხის შეგროვება ამიტომ, გთხოვთ, დახმარების მსურცელებმა თანხა ჩარიცხოთ მითითებულ ანგარიშის ნომერზე”.

საქართველოს ბანკი#GE76BG0000000162294410 მიმღები: მარიამ კვიციანი