“მაღალმთან დასახლებაში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში“ განაცხადების მიღება მიმდინარეობს

  • “მაღალმთან დასახლებაში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში“ სოფლის განვითარების სააგენტოში განაცხადების მიღება მიმდინარეობს.

“თუ გსურთ მაღალმთიან რეგიონებში სამეწარმეო საქმიანობის წამოწყება, შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ სახელმწიფო თანადაფინანსება.

პროგრამის მიზანია, თანადაფინანსების გზით, ხელი შეუწყოს მაღალმთიან დასახლებებში კერძო სექტორის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოახდინოს ახალგაზრდა მეწარმეებისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდის სტიმულირება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3A75bsW

პროგრამას ახორციელებს სოფლის განვითარების სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით.