- მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მეხუთე დღეა “ლაჯანურის“ დაზიანებულ ელექტროგადამცემ ხაზზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
“განსაკუთრებით ცუდი კლიმატური პირობების და რელიეფის გამო, გართულდა დაზიანების ადგილებამდე მიღწევა. ჩვენი ინფორმაციით, ადილზე უკვე მოხდა მძიმე ტექნიკის დამატება, რაც სამუშაოებს დააჩქარებს.
აქვე განვმარტავთ, რომ სამუშაო პროცესს კომპანია “ენერგო პრო-ჯორჯია” ასრულებს. სწორედ აღნიშნული კომპანია ამარაგებს მესტიის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიით. მაღალი ძაბვის ხაზი დაზიანდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.