- მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობას მიმართავს.
“მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში, უკონტროლო კრიპტო მაინინგის გამო ელექტროენერგიის მოხმარება კვლავ კრიტიკულად არის გაზრდილი და არსებობს ტრანსპორმატორის გადაწვის საფრთხე.
რადგან მოწოდებამ, ე.წ ბიტკოინის აპარატების გამორთვის შესახებ შესაბამისი შედეგი ვერ გამოიღო, მოსახლეობას ვთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია იმ ოჯახების შესახებ, რომლებიც ფლობენ აღნიშნული აპარატებს.
მოხდება იმ ადამიანების ვინაობის გასაჯაროება, რომელთა პირად ინტერესებსაც ეწირება დანარჩენი მოსახლეობის კეთილდღეობა!
მსგავსი დატვირთვის გაგრძელების შემთხვევაში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეუძლებელი გახდება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.