მესტიას რაინჰოლდ მესნერი ეწვია

  • მესტიის მუნიციპალიტეტს რაინჰოლდ მესნერი ეწვია. საპატიო სტუმარს მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი და საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე დახვდნენ.

ცნობილი ალპინისტი 23 – 27 ივლისს მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალს დაესწრება.

23 ივნისს, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ დაესწრონ რაინჰოლდ მესნერის მასტერკლასს.

ინფორმაციითვის: რაინჰოლდ მესნერი – ლეგენდარული მთამსვლელი, რომელმაც დაიპყრო დედამიწის თოთხმეტივე რვაათასმეტრიანი მწვერვალი, გადაკვეთა ანტარქტიდა, გრენლანდია, ტიბეტის, გობის და თაკლა მაკანის უდაბნოები.

ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს