- 𝗥𝗲𝗱 𝗕𝘂𝗹𝗹 𝗟𝘂𝗸𝘃𝗿𝗮𝗺𝗲 – ლუხმედით სრიალის სახალისო და ექსტრემალური შეჯიბრება, წელს პირველად, მესტიაში, ჩატარდა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება Red Bull-ის ორგანიზებითა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის (MRDC) მხარდაჭერით განხორციელდა. 𝗥𝗲𝗱 𝗕𝘂𝗹𝗹 𝗟𝘂𝗸𝘃𝗿𝗮𝗺𝗲, MRDC-ის დირექტორმა, ირაკლი ჭირაქაძემ გახსნა.
საშეჯიბრო ტრასაზე პირველი სწორედ ის დაეშვა ლუხმედით. ლუხმედით სრიალი სვანეთსა და საქართველოს სხვა მთიანეთში შემონახული ხის ციგურებით სრიალის უძველესი ტრადიციის გაცოცხლებაა.
ასპარეზობისას გამოვლინდა 3 გამარჯვებული, რომლებმაც პირველებმა გადაკვეთეს ფინიშის ხაზი. ასევე, ჟიურიმ ყველაზე კრეატიული სამოსის მქონე მონაწილე გამოავლინა. 4-ვე გამარჯვებული პარტნიორების მიერ დაწესებული პრიზებით დაჯილდოვდნენ.