- 23 ივნისიდან, “მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობის” ორგანიზებით დაიწყება შინაურ ბინადარ ცხოველთა მონიტორინგის სპეციალური ინიციატივა, რომელიც მოიცავს უპატრონო და უმეთვალყურეო (მიუსაფარი) ცხოველების ქუჩიდან აყვანას და შესაბამის პროცედურებს, მათ შორის ვაქცინაციებს, კასტრაცია/სტერილიზაციას, დეჰელმენტიზაციას, რის შემდეგაც ცხოველები დაუბრუნდებიან თავიანთ საცხოვრებელ გარემოს.
“გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ არ გსურთ თქვენს ცხოველს ჩაუტარდეს შესაბამისი პროცედურა – ძაღლები დატოვეთ სახლში, რადგან 23 ივნისიდან ეტაპობრივად მოხდება ყველა უპატრონოდ მოსიარულე მიუსაფარი ცხოველის აყვანა და ზემოთ აღწერილი პროცედურის ჩატარება”.-აღნიშნულია ააიპ მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.