მესტიაში დღესასწაული “სვანეთობა” გაიმართა

  • მესტიაში ტრადიციული დღესასწაული “სვანეთობა” გაიმართა.

სეტის მოედანზე გამოფენილი იყო ტრადიციული რეწვის ნიმუშები, ჩატარდა სვანური სამზარეულოს მასტერკლასები, მთელი დღის განმავლობაში სცენაზე მესტიის სხვადასხვა ანსამბლები წარდგნენ მაყურებლის წინაშე. საღამო კი ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტით დასრულდა.