- დაბა მესტიაში სეტის მოედანზე, მთავარი ნაძვის ხე საზეიმო განწყობით განათდა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრმაციით, ცენტრალური ნაძვის ხე მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველმა კულტურის და სოციალურ საკითხებში, ლევან კიკვიძემ ბავშვებთან ერთად აანთო.
ღონისძიებას ადგილობრივი მოქალაქეები, ბავშვები, მათი მშობლები, ადგილობრივი თვითმმართველობის და კულტურის და ხელოვნების ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ჯადოსნური ილუმინაციები სეტის სკვერში, საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით, მთავრობის ადმინისტრაციისგან გადაეცა მესტიას საჩუქრად.