- მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მესტიაში, უღვირის ტბის მიმდებარედ მთის დღეები ტარდება.
საფესტივალო ტერიტორიაზე მისული სტუმრები სხვადასხვა აქტივობებში იღებენ მონაწილეობას, მოეწყო ადგილობრივი რეწვის ოსტატების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, იმართება საბავშვო, შემეცნებითი, გასართობი თამაშები და შეჯიბრებები, მიმდინარეობს ადგილობრივი მზარეულების მიერ ტრადიციული კერძების მომზადება, დეგუსტაცია, მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მთელი დღის განმავლობაში შეფები მოამზადებენ სხვადასხვა კერძს და ჩაატარებენ მასტერკლასებს.
ღონისძიებას პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე, სახელმწიფო რწმუნებული პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, მესტიის მერიის მრჩეველი ლევან კიკვიძე და სახელმწიფო რწმუნებულის მრჩეველი დავით გვიშიანი ესწრებიან.
დღის ბოლოს გაიმართება ტრადიციული დაჯილდოების ცერემონია „მთის დღეები 2024“. დღე ანსამბლ რიჰოს, რეზო და ბავშვების, შვიდკაცას და კვარტეტ ჰერიოს კონცერტით დასრულდება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ,,მთის დღეები“ წელს მესამედ იმართება.