- საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს იმფორმაციით, მეორე საფესტივალო დღეს მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში წარმოდგენილი იყო ფილმები: „იაპონური ბუდიზმი“ (იაპონია), „ბლეიზი“ (საფრანგეთი), „მთის ლეგენდები“ (ირლანდია), „ნურ შამსი“ (საუდის არაბეთი), „მთის დედოფალი“ (ყირგიზეთი), ხოლო მთის ფილმების სექციაში მაყურებელმა ნახა „მთის მწვერვალზე“ (იტალია) და „მთის გზამკვლევები“ (სლოვაკეთი).
ღონისძიებას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ბაჩო ოდიშარია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
“როგორც ცნობილია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, 22 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით, მესტიაში იმართება მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალი. მაყურებელს საშუალება აქვს იხილოს იაპონიიდან, საფრანგეთიდან, ირლანდიიდან, საუდის არაბეთიდან, ყირგიზეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი მოკლემეტრაჟიანი ფილმები; მთის ფილმების სექციაში კი ნაჩვენები იქნება იტალიიდან, პერუდან, ბელგიიდან, მაროკოდან, ინდოეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან და სლოვაკეთიდან ჩამოტანილი სრულმეტრაჟიანი ფილმები. მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალს აშუქებს საერთაშორისო პრესა – კანადიდან, გერმანიიდან და კორეიდან ჩამოსული ცნობილი კინოპორტალებისა და ბეჭდური მედიის წარმომადგენელი ჟურნალისტები.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.
დამატებითი ინფორმაცია და დეტალური პროგრამა ფესტივალის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/3QL4r2z