მესტიაში ოთხ თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა

  • მესტიის მუნიციპალიტეტში ოთხ თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულია სტაჟირება შემდეგ პოზიციებზე:

ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის პროექტების მართვის განყოფილების სტაჟიორი. ადგილების რაოდენობა: 2.

ფუნქციები: პროექტების შემუშავებაში დახმარება; პროექტების განხორციელების მონიტორინგი და შეფასება.

სოციალური, ჯანმრთელობის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების სტაჟიორი. ადგილების რაოდენობა: ორი.

ფუნქციები: მოქალაქეთა განცხადებების შესწავლა; არსებული მუნიციპალური პროგრამების განხორციელებაში დახმარების გაწევა.

ზედამხედველობისა და მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის მუნიციპალური ინსპექციის განყოფილების სტაჟიორი. ადგილების რაოდენობა: სამი.

ფუნქციები: მოსახლეობის კორესპოდენციების შესწავლა; კონტროლი გარე ვაჭრობაზე; მოსაკრებლების კონტროლი; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-რეაგირება.

სტაჟირების მსურველმა პირმა უნდა წარადგინოთ:

▪️პირადობის მოწმობის ასლი;

▪️ინფორმაცია სწავლების საფეხურის შესახებ და აკადემიური მოსწრების შესახებ;

▪️სამოტივაციო წერილი.